სამტრედიაში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

სამტრედიაში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

სამტრედიის რაიონში მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბავში დაახლოებით 3 კვირის წინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ოჯახის ახლობელია, რომელსაც შვილი ერთი წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მან ნათესავების ბავშვი სოფელ ღანირიდან საკუთარ სახლში სოფელ ჩხენიშში წაიყვანა და ბალიშით გაგუდა.