15 ნოემბრის აქცია იყო კიდევ ერთი პოლიტიკური ბლეფი და მიხეილ სააკაშვილის თვითპიარის მცდელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა , ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ევროპულ კურსში დარწმუნებულია და იცის მთელმა მსოფლიომ, გარდა გარკვეული სექტისა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.
"15 ნოემბერს ჩატარებული აქცია იყო კიდევ ერთი პოლიტიკური ბლეფი. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის თვითპიარის მცდელობა. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ქვეყნის ისტორია, ტრაგიკულად დაღუპული გმირები და წინა დღეს გარდაცვლილი მეგობარიც. ჩვენი კურსი მთელმა მსოფლიომ იცის, გარდა გარკვეული დაჯგუფებისა, გარკვეული სექტისა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ევროატალანტიკური კურსი არის ქართველი ხალხის არჩევანი და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია.
15 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში აქცია ლოზუნგით "არა ოკუპაციას" ჩაატარა.