უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

როგორც "პირWელს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს.

ნიორაძის თქმით, 22 ნოემბრიდან კვლავ წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას არ ვარაუდობენ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ნიორაძის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოშიც არამდმგრადი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება.