აშშ, იაპონია და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ აშშ, იაპონია და ავსტრალია სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავსტრალიაში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, ამ ორი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა.
"ამ ორ ქვეყანასთან თავდაცვითი კავშირი წარმოადგენს ძირითად მცდელობას ამერიკისთვის, გააძლიეროს თავისი გავლენა წყნარი ოკეანის რეგიონში და გახდეს ჩინეთის საპირწინე", - აღნიშნავს "ბი-ბი"სი".
სამი ქვეყნის ლიდერებმა მოუწოდეს ყველა ქვეყანას, პატივისცემით მოეპყრონ ნაოსნობის თავისუფლებას და მშვიდობიანი გზით გადაწყვიტიონ საზღვაო საზღვრებზე არსებული უთანხმოებები. გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ სად გადის ქვეყნის საზღვაო საზღვარი, მისი თითქმის ყველა მეზობლისთვის სადავოა.