ამერიკელი გენერალი - აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იარაღის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა

ამერიკელი გენერალი - აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იარაღის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შედგა

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯესის ინფორმაციით, გასულ კვირას აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იარაღის შეძენასთან დავშირებით მოლაპარაკებები შედგა, - ამის შესახებ ჰოდჯესმა დღეს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, აქვს თუ არა ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც აწარმოებდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

"ნამდვილად ვარ ინფორმირებული იმ საუბრების შესახებ, რომელიც გაიმართა გასულ კვირას ვაშინგტონში იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი ჩემი მხრიდან ვისაუბრო იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ძალზე მაღალ დონეზე ჩემი ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის", - განაცხადა ჰოდჯესმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია პირები, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ასეთი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.