გიორგი მარგველაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" დამფუძნებელს, ჯორჯ სოროსს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა, მისი ფორმირებისა და აქტიურობის საკითხები იყო.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ჯორჯ სოროსი საქართველოს ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.