დღევანდელი აქციით საზოგადოებამ ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა

დღევანდელი აქციით საზოგადოებამ ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციით ხელისუფლებას საზოგადოებამ ყვითელი ბარათი უჩვენა. ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყვითელი ბარათი ნიშნავს გაფრთხილებას ამ ხელისუფლებისათვის, რომ გონს მოეგონ. ორი წელია, არაფერს აკეთებენ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და დაკავებული არიან შურისძიებით, პოლიტიკური ანგარიშსწორებით, გართულები არიან ერთმანეთთან საქმის გარჩევით. ნეპოტიზმით, პრემიების აღებით და საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით. ასეთი ხელისუფლება საქართველოში აუცილებლად დამთავრდება კონსტიტუციური, მშვიდობიანი გზით", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დღეს, რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია - "არა ოკუპაციას" გაიმართა.