სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კომაშია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კომაშია

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კომაშია სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილი, წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. 

"ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს პრესსამსახურში. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.