მისი გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ დააყენებს ეჭვქვეშ იმას, რა გზაც გვაქვს ერთად გამოვლილი

მისი გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ დააყენებს ეჭვქვეშ იმას, რა გზაც გვაქვს ერთად გამოვლილი

თეა წულუკიანის გადაწყვეტილება გუნდის დატოვების შესახებ ვერანაირად ვერ დააყენებს ეჭვის ქვეშ იმას, თუ რა გზა გვაქვს ერთად გამოვლილი , - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

ალასანია აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრი გახდა, პარტიის წევრობა საკუთარი ნებით შეჩერებული ჰქონდა.

რაც შეეხება წულუკიანის მხრიდან ღიად დაფიქსირებას, რომ ის ალასანიას გუნდში აღარ არის, ალასანიამ განაცხადა: "ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელიც დამოუკიდებლად მიიღო და ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ დააყენებს ეჭვის ქვეშ იმას, თუ რა გზა გვაქვს ერთად გამოვლილი, რამდენად ძალიან ახლოს ვთანამშრომლობდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. უდიდესი დამსახურება აქვს მას იმ წარმატებაში".