პრეზიდენტი მარგველაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შესახვედრად მზადაა

პრეზიდენტი მარგველაშვილი საპარლამენტო უმცირესობასთან შესახვედრად მზადაა

საქართველოს პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს საპარლამენტო უმცირესობას, თუკი მათ შეხვედრის სურვილი ექნებათ. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უმცირესობისთვის პრეზიდენტის კარი ყოველთვის ღიაა, რადგან პარტიათა სიძლიერე მისთვის მნიშვნელოვანია.

,,თუ ოპოზიციას ჩემთან საუბარი უნდა, პრეზიდენტის კარი ღია არის მათთან სასაუბროდ. Mმე ყველა პოლიტიკურ პარტიას ვხვდები, რადგან პარტიათა სიძლიერე მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო

,,ვუსამძიმრებ კახა ბენდუქიძის ოჯახს, ასევე მის მეგობრებსაც", - დასძინა პრეზიდენტმა.