ქალაქ მინსკში გამართულ მე-20 საერთაშორისო გამოფენაზე PRODEXPO ქართულმა კომპანიებმა საკუთარი სასურსათო პროდუქცია წარმოადგინეს. გამოფენის ფარგლებში მოწყობილი ქართული სტენდი ბელარუსის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიასნიკოვიჩმა დაათვალიერა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველო, ქართული კომპანიების სახით, აღნიშნულ აგროგამოფენაზე პირველად იყო წარმოდგენილი.
მიხაილ მიასნიკოვიჩს ქართულ სტენდზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა უმასპინძლა და ქართული ღვინის წარმოების, ხარისხისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბელარუსის პრემიერმინისტრი ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ბელარუსის ბაზარზე ქართული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა. მიხაილ მიასნიკოვიჩმა და გოჩა ცოფურიშვილმა ორ ქვეყანას შორის მომავალ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქალაქ მინსკში გამართულ საერთაშრისო გამოფენაზე PRODEXPO 2014 ასობით კომპანიაა წარმოდგენილი.