იმისთვის, რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა, - ამის შესახებ შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია.
"იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს, როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტი არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება, ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია. უნდა განვუმტიკოცთ მოქალაქეებს ის განცდა, რომელის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აღეძრათ. ეს მათი ქვეყანაა, ეს სახელმწიფო მათი სახელმწიფოა და სახელმწიფო ინსტიტურები მათი კეთილდღეობისთვის არსებობენ და მუშაობენ. ჩვენ უნდა შევიწყოთ ხელი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა დონეზე უნდა გრძნობდეს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
"სამოქალო საზოგადოების ჩამოყალიბება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაცაა და ჩვენ მისი განხორციელება უნდა უზრუნველყოთ. აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებას. ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ნატოს სამიტზე მივიღეთ არსებითი პაკეტი, ეს ძალიან კონკრეტულ დღის წესრიგს განსაზღვრავს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი შიდასახელმწიფოებრივ რეფორმებს გულისხმობს.
"ეს რეფორმები გახლავთ დემოკრატიული ინსტიტურებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, განვითარება და გაზრდა. ადამიანების უფლებების დაცვა. სასამართლო და სამართლებრივი რეფომრების პროგრესი და სასამართლო სრული დამოუკიდებლობის სრულყოფა. სამართალდამცავთა მიუკერძოებლობა. საჯარო მმართველობის რეფორმა, ანგარიშვალდებული, ეფექტიანი ქმედითი საჯარო სამსახურის შექმნა, ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.