პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე

პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე "თავისუფალი დემოკრატების" შეუთავსებლობა კოალიციის დღის წესრიგთან

პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის, "თავისფალი დემოკრატების" შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მას არაერთხელ უთქვამს ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

"ბოლო ერთი წლის მანძილზე მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგელებელყოფა, სახელმწიფო სისტემას სირთულეებს შეუქმნიდა; ასეც მოხდა. ბოლო დღეებში უკვე გაურკვეველი იყო ვის ემსახურება ინსტიტუტები, საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობის ან უწყებათა დეპოლიტიზირების პრინციპები.

შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი, სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ", - განაცხადა მარგველაშვილმა.