აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურის რაულ ხაჯიმბას განცხადებით „რუსეთთან მოკავშრეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების დოკუმენტი მაინც გაფორმდება და ის არ გულისხმობს სუვერენიტეტის შემცირებას.
„რაც შეეხება ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას, ჩვენ ამ დოკუმენტს აუცილებლად გავაფორმებთ. ის ჭირდება პირველ რიგში აფხაზეთს. მასში არ არის საუბარი ჩვენი სუვერენიტეტის ლიმიტირებასა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. საერთო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია ჩვეზე, თუ როგორ დავალაგებთ ამ ურთიერთობებს“-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ და აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი თავისუფალია იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მათ ინტერესებში შედის.
"მოსკოვი ქმნის ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების პირობებს და მომავალში დაეხმარება მას სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში",-განაცხადა ხაჯიმბამ
352
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85