საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სახლით კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
როგორც დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გუშინ გარდაიცვალა საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი კახა ბენდუქიძე.
"თქვენი სახელით მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. კახა გახლდათ არაორდინალური პიროვნება, რომლის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი კიდევ უფრო გამოაჩენს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
დეპუტატებმა კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ბენდუქიძე გულის უკმარისობით ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა. ის ცოტა ხნის წინ სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მას შვეიცარიაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაუკეთეს.