საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატებს მოვითხოვთ

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატებს მოვითხოვთ

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატებს მოითხოვს. ამის შესახებ უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგორიშვილის თქმით, გაუგებარი ფორმატია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უმცირესობას არც შეკითხვის და გამოსვლის შესაძლებლობა არ ეძლევა

,,გაუგებარი ფორმატი შემოგვთავაზა პარლამენტმა, როდესაც პარლამენტის პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე გამოხატავს. ხელისუფლება ცდილობს აქტიურად არ იყოს წამოწეული ანექსიის საკითხი. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს თავისი დუმილით და ჩვენ სწორედ ამას გავაპროტესტებთ ხვალ აქციაზე", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.