მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ბინაში სავარაუდოდ მარტო იყო დატოვებული

მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ბინაში სავარაუდოდ მარტო იყო დატოვებული

თბილისში, წერეთლის გამზირზე 3 წლამდე ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, არსებული ინფორმაციით, ბინაში მარტო იყო დატოვებული.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ინფორმაციით, ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის 55 ნომერში ბინა ნაქირავები ჰქონდა. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლების სახლში არ იმყოფებოდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახამრების ბრიგადამ ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.