ნდობის ჯგუფი ე.წ. კაბელების საქმეზე იმსჯელებს

ნდობის ჯგუფი ე.წ. კაბელების საქმეზე იმსჯელებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფში აუცილებლად იმსჯელებენ.

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიმიდნარე წელს ნდობის ჯგუფის ორი სხდომა იგეგმება.

,,მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ნდობის ჯგუფს აქვს თავისი კონპეტენცია და თავისი უფლება. ჩვენ ვმოქმედებთ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე. როგორც კანოშია მითითებული ისე ჩავატარებთ მინიმუმ ორ სხდომას ამ წელიწადში. ერთს მივუძღვნით ე.წ.კაბელების საქმეს. Aამავე სხდომაზე, ჩვენ ვეცდებით, რომ გავაანალიზოთ აუდიტის სამსახურის ანგარიშები და ეს იქნება 2011, 2012 და 2013 წლის შეფასება. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდებოდა საიდუმლო შესყიდვების განხორციელება. რაც შეეხება მეორე სხდომას, ჩვენ განვიხილავთ მთლიანად ბოლო ორი წლის მანძილზე სახელმწიფო სამსახურებში იარაღის შესყიდვების საქმეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.