„ყველაფერი ერთად კონცერტრირდება სამინისტროს და ჩემს წინააღმდეგ, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს“

„ყველაფერი ერთად კონცერტრირდება სამინისტროს და ჩემს წინააღმდეგ, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აუდიტის სამსახურის შემოწმება იმ რეალურ ვითარებას წარმოაჩენს, რაც თავდაცვის სისტემაშია.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მუშაობა, რომელიც ერთად გასწია ჩემმა სტრუქტურამ და აუდიტის სამსახურმა, წარმოაჩენს იმ რეალურ ვითარებას, რაც სისტემაშია, მაგრამ მთავარი ახლა ის არ არის, რომელი კონკრეტული უწყება რა ურთიერთობაში იყო სამინისტროსთან, ეს არის, რომ ყველაფერი ახლა ერთად კონცერტრირდება სწორედ თავდაცვის სამინისტროს და ჩემს წინააღმდეგ, ამას პოლიტიკურ სარჩული აქვს, სხვა არაფერი. მე მოთმინებით ველოდები, რომ გასაჯაროვდეს საქმე, რომელიც პროკურატურამ დაიწყო და რეალურად დაიწყოს ღია პროცესი გამოძიების. ეს არის ერთადერთი გზა, როდესაც საზოგადოება დაინახავს რასთან გვაქვს საქმე და სიმართლე გაირკვევა, მე ამაში ვარ დარწმუნებული და უდანაშაულო ადამაინები, რომლებიც არიან დაკავებული, იქნებიან გათავისუფლებული“,- განაცხადა ალასანიამ

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შედეგები  მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.