მინდა, უმრავლესობამ ოპოზიციასთან ისეთი ურთიერთობა შეინარჩუნოს, როგორიც სამართლებრივ სახელმწიფოებშია

მინდა, უმრავლესობამ ოპოზიციასთან ისეთი ურთიერთობა შეინარჩუნოს, როგორიც სამართლებრივ სახელმწიფოებშია

ის ფაქტი, რომ უმრავლესობა დღეს აუდიტის სამსახურის მასალებით დაინტერესდა და მათმა ლიდერმა მოითხოვა პარლამენტში ანგარიშის წარდგენა , მაშინ როდესაც მანამდე პარლამენტს არაფერი მოუთხოვია, რა თქმა უნდა, გარკვეულ კითხვებს იწვევს", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე.

როგორც შავგულიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია უმრავლესობამ ოპოზიციასთან ისეთი ურთიერთობა შეინარჩუნოს, როგორც ეს სამართლებრივ სახელმწიფოებშია.

,,ისმის კითხვა - ხომ არ ჩაერთო აქტიურად თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და პირდაპირ, რომ ვთქვათ ახალი ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ შეტევაში საპარლამენტო უმრვალესობაც? მინდა, საღმა აზრმა გაიმარჯვოს და უმრავლესობამ შეინარჩუნოს ისეთი ურთიერთობა ოპოზიციასთან თანამშრომლობის, როგორიც არის სამართლებრივ სახელმწიფოებში", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პარლამენტში ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.