პროკურატურის მხრიდან ერთი კონკრეტული უწყებით დაინტერესება გარკვეულ ეჭვებს იწვევს

პროკურატურის მხრიდან ერთი კონკრეტული უწყებით დაინტერესება გარკვეულ ეჭვებს იწვევს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, პროკურატურის მხრიდან ერთი კონკრეტული უწყებით დაინტერესება გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროში რომელიც ერთ-ერთი წარმატებული უწყება იყო, იდეალური ყველაფერი ვერ იქნებოდა.

,,პროკურატურის მხრიდან მხოლოდ ერთი უწყებით დაინტერესება გარკვეულ ტენდენციურობას აშკარად აჩენს და განსჯის საგნადაც უნდა იქცეს. ეს ის უწყებაა, სადაც დიდი კორუფცია იყო ახალაია-კეზერაშვილის დროს. კეზერაშვილის პერიოდში ერთ-ერთ საქმეში ამერიკის მოქალაქეებიც იყვნენ გარეულნი. ისეთი უწყება როგორიც თავადაცვაა და რომელიც წარმატებული იყო, ცხადია, იდეალური არაფერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს რეგიონში სერიოზული მიღწევები გვქონდა და მითუმეტეს, სამინისტროში იყო გამჭვირვალობაც. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მიზანმიმართულად თავდაცვის უწყების მიმართ. გარკვეულწილად კი ჩანს, რომ მიმდინარე მოვლენები ირაკლი ალასანიას წინააღმდეგაც არის მიმართული", -განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.