"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმ ბრალდებებს, რაც გაჟღერდა“

თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს სასაფლაოსა და გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პრესკონფერენცია გამართა და ბოლო დროს თსუ-ის, მისი ადმინისტრაციისა და რექტორის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრესკონფერენციის მიზანი თავის მართლება არ არის, რადგან თავის სამართლებელი არაფერია, არამედ ის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად, თუ რა და როგორ კეთდება.

„მაშინ, როდესაც მე აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა გავაკეთეთ, რამდენიმე განცხადება, რომელიც ეხებოდა საბიუჯეტო დაფინანსებას, სასაფლაო თემას, გაზგასამართი სადგურის მშენებლობას, ჩემი გამოცდილებით,  ვიცოდი, რომ აუცილებლად განხორციელდებოდა შემოტება პირიქით და რაღაც უაზრო ბრალდებები. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმ ბრალდებებს, რაც გაჟღერდა, მაგრამ ვიცოდი, რომ რადგანაც ხმა ამოვიღეთ და ვთქვით, იქნებოდა ძალები, რომლებიც დაინტერესებულები იქნებოდნენ, რომ შემოეტრიალებინათ ვექტორი უნივერსიტეტისა და უშუალოდ ჩემ წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპავამ.

აქვე თსუ-ის რეატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რა თანამდებობაზეა, ან იქნება თუ არა საერთოდ რაიმე პოსტზე, არასდროს შეურიგდება იმას, რაც უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ კეთდება - იქნება ეს სასაფლაო, თუ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა.

„როგორი ბრალდებებიც არ უნდა აგორდეს, იცოდეთ, რომ ეს ის თემა არ არის, რის გამოც, მე რაიმეს დავთმობ ან დათმობენ უნივერსიტეტელები - ჩემი კოლეგები, რომელთაც  უნივერსიტეტთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ“, - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში ყველაფერი იდეალურად მოწყობილი არ არის, იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ მათი მიზანი ამ პრობლემების კანონის საფუძველზე

კითხვაზე - უკავშირებს თუ არა ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებს, მის მიერ სასაფლაოსა და გაზგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს, პაპავას თქმით, რა თქმა უნდა, უკავშირდება.

„როდესაც ადამიანი აკეთებს განცხადებას, რომელიც ვიღაცის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამაზე ხომ არ დაგიწყებენ კამათს. რაზე უნდა მეკამათონ - გაზგასამართი სადგური უნდა იყოს, თუ არა?! დღესავით ნათელია, რომ უნივერსიტეტთან ეს სადგური არ უნდა იყოს. ჩემთვის ჩემს თანამდებობაზე მნიშვნელოვანი ჩემი ღირსებაა, ასე მოვსულვარ და არ  ავპირებ არანაირ თანამდებობაზე ღირსების გაცვლას. მე ცხოვრებაში არ მქონია კორუფციაში დადანაშაულება. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთ რამეს ააგორებდნენ, მაგრამ რადგანაც  ეს ყველაფერი აგორდა, მე იძულებული ვარ, რომ პასუხი გავცე, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, რომ  არც სასაფლაოზე და არც გაზგასამართ სადგურზე ჩემი მხრიდან უკან დახევა არ იქნება“, - განაცხადა პაპავამ და დასძინა, რომ ის მთავრობისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ითხოვს.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ აღნიშნულ კამპანიას აწარმოებენ,

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ის რექტორი რომ არ იყოს, კონკრეტულ გვარებს დაასახელებდა, თუმცა რადგან ამ თანამდებობაზეა, პაპავამ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„მაინც მინდა, რომ მათ უკან დასახევი გზა დავუტოვო, რომ ეს საკითხი ისე არ გამწვავდეს, რომ ახალი შურისძიება წამოვიდეს“, - დასძინა პაპავამ.