“ეს პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას პოლიტიკურ დევნას“

“ეს პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას პოლიტიკურ დევნას“

ასე გამოეხმაურა ალექსი პეტრიაშვილი დავით საგანელიძის განცხადებას, რომელმაც აუდიტის სამსახურს და პროკურატურას პარლამენტში თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებული მასალების წარდგენა სთხოვა

“ეს პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას პოლიტიკურ დევნას. სამწუხაროა, რომ ამ სქემაში უკვე ჩართულია ღარიბაშვილის გუნდის საკანონმდებლო ფრთაც. საქმეები იმსხვრევა რეალურად და ახალ არის იმის მცდელობა, რომ მოხდეს საქმეების შეკერვა“,-განაცხადა პეტრიაშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მისი მოთხოვნის მიზეზია, საუბრები იმის შესახებ, რომ პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად ხდება საქმის წარმოება.

"მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ის მასალები, რომელიც მათ გააჩნიათ თავდაცვასთან დაკავშირებით, პარლამენტს წამოუდგინონ ანგარიშის სახით, რადგან ზოგიერთი ჯგუფი ამბობს, თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებით ეს არის პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად წარმოებული საქმე. ასევე ნდობის ჯგუფის წევრის სტატუსით მივმართავ მათ, რომ ეს მასალები გამოვითხოვოთ", - განაცხადა საგანელიძემ.