ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეშფოთებას გამოთქვამენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.

"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ მოვლენების გამო, რომელმაც ამ ინციდენტამდე მიგვიყვანა შერიგების შესახებ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემდეგ. რეგიონი ვერ დაუშვებს ძალადობის კიდევ ერთ ნაკადს", - ნათქვამია ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ ახსენებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს სოჭში, ნიუპორტსა და პარიზში აღებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობას და მოუწოდებენ, მიიღონ ზომები ნდობის გასაძლიერებლად.

გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი "მი-24" აგდამის რაიონის სოფელ კენგერლიდან 1 700 მეტრის დაშორებით ჩამოაგდო. სომხური მხარის განცხადებით, ვერტმფრენი სასაწავლო-საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი.