ჟვანიას ცხედრის ექპერტიზაში მონაწილე პათანატომის გარდაცვალებაზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზია არ აქვს

ჟვანიას ცხედრის ექპერტიზაში მონაწილე პათანატომის გარდაცვალებაზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზია არ აქვს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე პათანატომი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩხაიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია.

"ეს ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, საკუთარ სახლში. ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია და შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა", - განაცხადეს შსს-ში.

მამუკა ჩხაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ის რამდეჯერმე პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება კიდევ ერთი ექსპერტი ლევან ჩაჩუა.

ექსპერტ მამუკა ჩხაიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "ლიბერალმა" გაავრცელა.