პრეზიდენტის მიმართვას საფუძველი გამოეცალა

პრეზიდენტის მიმართვას საფუძველი გამოეცალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც პარასკევს პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი, საფუძველი არ აქვს.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს სურდა პარლამენტში განცხადება გაეკეთებინა ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით, თუმცა გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კურსიდან გადახვევა არ ხდება, შესაბამისად, მის გამოსვლას აზრიც აღარ აქვს.

,,პრეზიდენტის მიმართვას, ჩემი აზრით, საფუძველი გამოეცალა, თუ ის არ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურს გადაუხვია. მისი განცხადება განპირობებული იყო ,,თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაზე. შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი აღარ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურს გადაუხვია, მაშინ მის მიმართვას საფუძველიც აღარ აქვს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თებერვალში მას ისედაც უწევს ანგარიშის წარდგენა პარლამენტში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

14 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს.