ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდებს.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მომსწრე გავხდით აღმოსავლეთ უკრაინისკენ მსხვილი კოლონების გადაადგილების. ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა დაკავშირებულია რუსეთის არტილერიასთან, ტანკებსა და სამხედრო ნაწილებთან", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მოგვარებას.

გუშინ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსულმა ტანკებმა უკრაინული საზღვარი გადაკვეთეს და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა.