სოფელ კოლაგში ავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა

სოფელ კოლაგში ავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი გოჩა ომსარაშვილი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , მომხდარს პროკურატურა იძიებს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი გოჩა ომსარაშვილი ჩალაუბნის საგუშაგოდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობისთვის გაჭრილ თხრილში გადავარდა.

გოჩა ომსარაშვილი მანქანას თავად მართავდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.