ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს 100%-ით უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს 100%-ით უჭერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს საკმაოდ მკაფიო ხედვა აქვს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან. მას საკმაოდ მკაფიო ხედვა აქვს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. ჩვენ შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. მათ შორის იყო გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ასევე, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების გამწვავებაზე და ქართული მხარის შეშფოთებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ იმ ე.წ.შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთი განიხილავს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

ჩემი მესიჯია, როგორც ეს წინა მთავრობის და წინა მინისტრის შემთხვევაში იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს ასი პროცენტით უჭერს", - განაცხადა ელჩმა.

თამარ ბერუჩაშვილისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, აშშ-ის ელჩთან ეს პირველი შეხვედრა იყო.