სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებას გმობს

სომხეთის საგარეო უწყება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებას გმობს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენის ჩამოგდებას ეხმაურება. 

"კატეგორიულად ვგმობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებას და "მი 24"-ის ჩამოგდებას, რომელიც სასწავლო-საწვრთნელ გაფრენას ახორციელებდა", - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

სომხეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, აზერბაიჯანული მხარე უხეშად არღვევს ბოლო სამიტებზე მიღწეულ მოლაპარაკებებს. 
გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენის "მი-24"-ის ჩამოგდების თაობაზე, რომელმაც აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე დაარღვია. 

წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოგდებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.