მერია რუსთაველის საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს

მერია რუსთაველის საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს

თბილისის მერია რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს ძველი სადგურის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავს. 

როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში სამგორის საბაგიროს პროექტის სამუშაოებია გათვალისწინებული. რაც შეეხება რუსთაველის გამზრიდან მთაწმინდის პარკში ასასვლელი საბაგიროს პროექტს, მერის განცხადებით, დამატებით შესწავლას საჭიროებს. ნარმანიამ დასძინა, რომ განიხილება ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტით გათვალისწინებულია ვარდების მოედნიდან ამჟამად მშენებარე სადგურის პროექტი და მეორე ვარიანტით –ძველი საბაგიროს სადგურის რეაბილიტაცია. 

"ორივე ვარიანტზე ვიმსჯელებთ და ამ თვის ბოლომდე გაირკვევა რომელი ვარიანტია უმჯობესი. რის შემდეგადაც ეკონომიკურ საბჭოზე პრემიერ-მინსიტრთან იქნება მსჯელობა ამ საკითხზე, რომელიც გზით უნდა წავიდეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.