ხელვაჩაურში მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურში მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურში მშენებლობაზე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. 47 წლის მამაკაცს ბეტონის გადასატუმბი  მოწყობილობა დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მრავლობითი დაზიანებებით ობიექტის მეპატრონე და მშენებლობაზე დასაქმებული ერთი ადამიანი საადავმყოფოშია გადაყვანილი. 

უბედური შემთხვევა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა. შემთხვევას სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები იძიებენ.