სოციალური ქსელის მომხმარებელი https://www.facebook.com/gbundovani ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც„რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"SOS!! მეგობრებო!!
ბევრ თქვენგანს ალბად ახსოვს, რომ 2 წლის უკან მე თქვენის გულმოწყალებისა და ადამიანურობის დახმარებით,ცნობილ ქართველ მომღერალსა, არტისტსა და ცხონებული მამაჩემის, პოეტ და ჭედურობის ოსტატ - რევაზკახიძის (უჩინოს) სიყრმის მეგობარს, ბატონ არჩილ ჩიხლაძეს (უფროსი და ჩემი თაობისათვის საყოველთაოდსაყვარელი - დუეტი მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები) დავეხმარე, გავუმართე 2 საქველმოქმედო საღამო,გამოვიყვანე ტელეკომპანია "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში, მწერალ და მხატვარ - მარსიანთან ერთად, ასევესხვა ტელევიზიებით და რადიო "პიკის საათშიც", საიდანაც მივმართავდი ჩვენს ხელისუფლებას და ზოგადადკეთილ ადამიანებს, რათა დახმარებოდნენ ამ უნიჭიერეს, კოლორიტულ და ყველასათვის საყვარელ მომღერალს,რომელსაც მაშინ, 2 წლის წინ უკვე ძალიან უჭირდა! და მართლაც, მაშინ გარკვეული თანხა აგროვდა, რითაცბატონ არჩილს, ასე 1 თვე მაინც შევუმსუბუქეთ არსებობა!
ახლა კი, მეგობრებო, უნდა მოგიყვეთ, თუ რა უმძიმეს და ჩემთვის მაშოკირებელ სურათს შევესწარი ამ საღამოს,თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან: მე და ჩემი მეუღლე ვიჯექით სკამზე, უკვე დაღამებული იყო და 2სკამის იქეთ სკამზე იწვა ვიღაც კაცი და ხვნეშოდა... მერე გადმოვარდა სკამიდან და ზღართანი გაადინაასფალტზე! უცებ 2 ღვთისნიერი ხანდაზმული ქალბატონი მიიჭრნენ იმ უბედურთან და ეცადნენ წამოყენებას, რა თქმა უნდა ამაოდ, წაქცეული კი სიმწრისგან უარესად ხვნეშოდა. ვეღარ გამიძლო გულმა და მეუღლესთან ერთადმივედი რა თქმა უნდა, მეთქი წამოყენებაში მაინც დავეხმარები იმ ორ ქალბატონს და ამ საცოდავ მამაკაცს სკამზედავსვამთ ისევ-თქო. მივედი და ვხედავ, შიმშილისგან და დაცემისგან გაძვალტყავებულ, სრულიადგაუბედურებულ და მთელი ქვეყნისგან მიტოვებულ მომღერალ - არჩილ ჩიხლაძეს!! :((
შევკივლე, აჩიკო, მე ვარ, გოგი-თქო... რა თქმა უნდა, გონზე არ იყო... ამ დროს გამოიარა ერთმა ბერ-მონაზონმა,გაჩერდა ჩვენთან, დაგვეხმარა მის აყენებაში, მამაომ ჯიბეში მოიქექა ხურდები და შემოგვთავაზა ბატონი აჩიკოსტაქსით წაყვანა შინ. (ამ ქალბატონებს და ბერს, რა თქმა უნდა, ავუხსენი, თუ ვინ იყო ეს გაუბედურებულიადამიანი, რამაც მათში ასევე შოკი გამოიწვია!!) მეც უფულოდ გახლდით ამ დროს, სამწუხაროდ იმ ორმაქალბატონმაც მოიძიეს ლარნახევარი...
გადავიყვანეთ ფეხებწართმეული არჩილი, ძლივს, მე და ბერმა, ქუჩის მეორე მხარეს და ტაქსით, მე და მეუღლემმივიყვანეთ ძლივს სახლამდე, იქ მარტომ ვერაფრით ავიყვანე მეორე სართულზე და ორი მეზობელი დაგვეხმარა.აღარც გონებაზე იყო და ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა! ნასვამს გავდა, თუმცა არჩილი ბიძია, რომელსაცმამაჩემის წყალობით ბავშვობიდან ვიცნობ, ნასვამი ქუჩაში არასოდეს მინახავს! სახლის გასაღები ვერ მოვიძიეთმის ტანისამოსში, შესაძლოა სადმე ქუჩაში დაუვარდა. მეზობლებმა გვითხრეს - კაი ხანია აღარც შუქი აქვს, აღარცგაზი და სრულიად უპატრონოდაა მიტოვებულიო!
მეგობრებო, გეკითხებით: ეს ქვეყანაა? ეს მთავრობაა?? ასეთი უნიჭიერესი, ჩვენი მშობლების თაობის მსახიობებიდა მომღერლები, ასეთ სიდუხჭირეში უნდა კვდებოდნენ, ასე უპატრონოდ?? მე არ მინდა ამ ქვეყნისმოქალაქეობა! აღარ მინდა საქართველოში არც ცხოვრება და არც ამ ქვეყნის, რომელიც მუდამ კლავდა და კლავსასეთ ტალანტებს, სამშობლოდ მოხსენიება! ეს ქვეყანა პატიოსანი, ნიჭიერი ადამიანების მორგია და სხვაარაფერი!! და როცა დაიღუპებიან ასეთი ადამიანები შიმშილისგან თუ უპატრონობისაგან, მერე ვიწყებთ ვიშვიშსადა ქვითინს - ეს რა ადამიანი დავკარგეთ? როგორ ვერ მოვუბრთხილდითო და გასვენებაში ნახევარისაქართველოც მიბრძანდება, რომ ვიტრიპაჩოდ ერთმანეთის წინაშე!
მეგობრებო, გადავარჩინოთ ბატონი არჩილ ჩიხლაძე, დავეხმაროთ, ისევ მოგმართავთ უმორჩილესად... შუქი დაგაზი მაინც გადავუხადოთ და რამე საკვები ვუყიდოთ...
ვისაც რისი გაღება გესურვებათ, შეგიძლიათ მე მომწეროთ პირადში და მე გადმომცეთ თანხები... მე მივხედავმერე მას, როგორც ადრე ვაკეთებდი ამას ხშირად!..
დიდი მადლობა წინასწარ! დაგლოცოთ უფალმა და გაგახაროთ!"