"ებოლას" ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 ათასს აჭარბებს, 5 ათასზე მეტი გარდაიცვალა

"ებოლას" ვირუსით რვა ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ 14 ათას ადამიანს მიაღწია, ხუთი ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, გვინეაში, ლიბერიაში, სიერა-ლიონეში, მალიში, ნიგერიაში, სენეგალში, ესპანეთსა და აშშ-ში "ებოლათი" დაინფიცირებულთა რაოდენობა 14098 შეადგენს, 5160 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გვინეისა და ლიბერიის ცალკეულ რეგიონებში დაავადების გავრცელება შეჩერდა. თუმცა, ვირუსის გავრცელება სიერა-ლიონეში შეინიშნება.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნებში, სადაც "ებოლას" გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, დაინფიცირდა მედიცინის 549 თანამშრომელი, 315 კი გარდაიცვალა.