მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს დებატების შესაძლებლობა მიეცეთ

მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს დებატების შესაძლებლობა მიეცეთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებს პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა მიეცეთ.

როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი მზადაა დებატებისთვის.

"რადგან პრეზიდენტს სურს პარლამენტში მოსვლა, ცხადია, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, მოისმინოს საპარლამენტო ჯგუფის პოზიცია იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს დეოკუპაციასა და ანექსიას შეეხება. თუკი საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს იყოს შეკვეთილი ფორმატის და ის არ მისცემს ოპოზიციურ ჯგუფებს საშუალებას გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, რა თქმა უნდა ამას მსჯელობა ვერ დაერქმევა და ეს იქნება ერთგვარი ვალის მოხდა იმ ვითარების წინაშე, რომელიც დგას ქვეყნაში. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა საპარლამენტო ჯგუფს მიეცეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ნათელი გახდება ის, თუ როგორ აფასებს საპარლამენტო სპექტრი მოვლენებს, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა