"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის" შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის" შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის" შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს 71 დეპუტატმა მხარი დაუჭირა . პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ცვლილების მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელებზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცემა. ამისთვის უცხოელმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა.

ახლებურად დგინდბა დროებითი რეჟიმი საქართველოში მყოფ ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ხოლო საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა მას საპატიოდ ჩაეთვლება და კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმისგან გათავისუფლდება.

ასევე, კანონპროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ტრანზიტული ვიზა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირი საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღის განმავლობაში ჩერდება.