დავით ონოფრიშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს

დავით ონოფრიშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ონოფრიშვილმა განუცხადა, ამის შესახებ ფრაქციის შეხვედრა გაიმართება, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის საკითხიც განიხილება.

"ამაზე ფრაქცია იფიქრებს და გადაწყვეტს. ჯერჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი, თუ რას ვიზამთ", - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

2015 წლის ბიჯეტის პროექტი პარლამენტმა პარასკევს პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს. სხდომას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრება.