აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან ქუჩის გადაკეტვა სცადეს

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან ქუჩის გადაკეტვა სცადეს

ლოტკინზე, ზღვის უბნის 204-ე და 205-ე კორპუსში შესახლებულებს თბილისის მერიასთან შარტავას ქუჩის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ. რამდენიმე წუთის წინ, ისინი გზის გადაკეტვას შეეცადნენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ჯგუფები, რომლებმაც მოქალაქეები შარტავას ქუჩიდან ტროტუარზე გადაიყვანეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და რამდენიმე წუთით გონება დაკარგა. თუმცა, სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო არ გახდა, რადგან მალევე მოვიდა გონზე.

ქუჩის გადაკეტვამდე აქციის მონაწილები დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ დედაქალაქის მერი მათ არ ხვდება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი გამოსახლება უკანონოა, რადგან ბინები, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ, საკუთარი სახსრებით გაარემონტეს, ახლა კი ეუბნებიან, რომ უნდა დაცალონ.