"ამ პარლამენტს უღირსი და დესტრუქციული ოპოზიციის მაგალითები ახსოვს, რის გამეორებას არ ვაპირებთ“

როგორც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, პარტია ქვეყნის სამსახურში ყოფნას კვლავაც აგრძელებს.

"თავისუფალი დემოკრატებისთვის“ არაფერი იცვლება. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას. ნამდვილად ამ პარლამენტსა და საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას ახსოვს უღირსი და დესტრუქციული ოპოზიციის მაგალითები, არცერთი ამ მაგალითის გამეორებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი საქმიანი მიდგომებით, ძალიან კონკრეტული ოპონირებით კონკრეტულ საკითხებზე და გადაწყვეტის კონკრეტული წინადადებებით გამოვიდეთ პარლამენტში და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში რეალურად დამკვიდდრეს თავისუფალი, პლურალისტული დემოკრატია, რაც საფუძველს მისცემს, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ უკეთ იცხოვროს საკუთარ ქვეყანაში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.