რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა

რუსთავში, წინასწარი ინფორმაციით,  გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , გარდაცვლილი არიან  ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები.

ტრაგედია რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა.

გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები მუშაობენ. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან რეგიონის და ქალაქის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.