ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბათუმსკი უკრაინიდან გამოაძევეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბათუმსკი უკრაინიდან გამოაძევეს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 32 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბათუმსკი, იგივე მინდია გორაძე უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინდია გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 2017 წლამდე ეკრძალება.

არსებული ინფორმაციით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე, ვარლამ კუხიანიძე, იგივე ვატია და სერგო ღლონტი, იგივე გუგა, კიევის ერთ-ერთ რესტორანში ოქტომბრის ბოლოს დააკავეს.