დავით თევზაძე - ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში სისტემა

დავით თევზაძე - ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში სისტემა "ჩახურული" იყო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში სისტემა "ჩახურული" იყო.

როგორც დავით თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო "ჩაიხურება" მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს.

"ალასანია სპეცსამსახურებიდან მოსული პირი იყო და მათი სტილია მიიღო ის ინფორმაცია, რაც მას უნდა. ჩახურული ნიშნავს სიტუაციას, როდესაც შენ სურათი არ გაქვს თუ რა ხდება რეალურად. როდესაც არ გადის ინფორმაცია იმ პირებამდეც კი ვისთანაც უნდა მიდიოდეს ინფორმაცია", - განაცხადა დავით თევზაძემ.

მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ცვლილება ჯარზე ვერანაირად ვერ აისახება, იმიტომ რომ ჯარი არავის აინტერესებს. დავით თევზაძე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად მინდია ჯანელიძის დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძის მინისტრად დანიშვნა იჩქარა.

"ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო თავად შეეთავსებინა თავდაცვის მინისტრობა. ეს მიღებული პრაქტიკაა. 6 ან 8 თვე მიეცა მინიდა ჯანელიძისათვის როგორც მის თანაშემწეს გაცნობოდა სიტუაციას. ეს ჯანელიძისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან მას არ მოუწევდა მინისტრობის სწავლის პერიოდის გავლა მინისრტის განგში", - განაცხადა დავით თევზაძემ.