2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი 110 მილიონი ლარით გაიზარდა

2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი 110 მილიონი ლარით გაიზარდა

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში პარასაკევს, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. დარგობრიცი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის , ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯვითი ნაწილი 110 მილიონი ლარით გაიზარდა.

"ბიუჯეტის განხილვა პარასკევს, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება. მთავარი პარამეტრი, რომელიც პენსიების ზრდას უკავშირდება, უკვე გათვალისწინებულია. მომავალი წლის პირველი სექტემბრიდან პენისა 10 ლარით იზრდება. დაფინანსება გაეზარდათ გარკვეულ უწყებებსაც. მას შემდეგ, რაც მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტის შენიშვნებით დაბრუნდა, ის 110 მილიონი ლარით გაიზარდა", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთნ.