რუსეთი განაგრძობს არტილერიის, შეიარაღებისა და საბრძოლო მოწყობილობების აღმოსავლეთ უკრაინაში გაგზავნას. ამის შესახებ ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერლმა ფილიპ ბრიდლავმა "როიტერთან" საუბრისას გაანცხადა.
"შეშფოთებული ვარ, რუსეთის კოლონების გადადგილების ზრდით. ძალადობა დღითიდღე მატულობს", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.
ამერიკელმა გენერალმა "როიტერთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმში ბირთვული იარაღის მიწოდების ტექნიკური საშუალებები გააგზავნა.
"მაგრამ ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს ბირთვული იარაღი", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.