საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვიცე-სპიკერის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას უარყოფს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვიცე-სპიკერის პოსტზე გია ვოლსკის კანდიდატურა განიხილება, კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემაც. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია მანაც არ დაადასტურა.
მანანა კობახიძის თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი კომიტეტის თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძის საკითხი ფრაქცია "ქართული ოცნების" გუშინდელ სხდომაზე არ განხილულა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხზე საუბარი არც უმრავლესობის ფორმატში ყოფილა. "ამ კვირის დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას", - განაცხადა მანანა კობახიძემ.