მარტინ ლიდეგორდი - ჩვენ გვაწუხებს სამართლებრივი დევნა ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ

მარტინ ლიდეგორდი - ჩვენ გვაწუხებს სამართლებრივი დევნა ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, მათ აწუხებთ სამართლებრივი დევნა საქართველოს ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ამის შესახებ საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა,   ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაწუხებს კანონის უზენაესობის საკითხი, ასევე სამართლებრივი დევნა ყოფილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ. მაგრამ იმედი გვაქვს, შევძლებთ იმ არეალების მონიშვნას, რომელშიც დახმარება შეგვიძლია გაგიწიოთ", - აღნიშნა მარტინ ლიდეგორდმა. 

მანვე თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა. ასევე, საქართველოს მიულოცა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ახალ პერსპექტივებს უქმნის. 

"ერთია მოაწერო ხელი შეთანხმებას, ხოლო მეორეა მისი დანერგვა. ჩვენ ვიქნებით პარტნიორები და გვინდა წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებაში, რომ ქვეყანამ ყველა შეთანხმება წარმატებით გამოიყენოს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.