საპროცედურო კომიტეტმა ფრაქციის

საპროცედურო კომიტეტმა ფრაქციის "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისათვის" შექმნას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი ფრაქციის, "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისათვის" შექმნას მხარი დაუჭირა. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომიტეტმა წარმოდგენილ მასალებზე იმსჯელა, ახალი ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ ფრაქციის შესაქმნელად ყველა მასალა რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება. კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიმართავს, ახალი ფრაქციის რეგისტრაცია მოხდეს.
გუშინდელ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ ერთი საკითხი დააკმაყოფილა. კერძოდ, ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალ დემოკრატებს" ამიერიდან "თავისუფალი დემოკრატები" ეწოდათ. ორივე საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა ბიუროს გადაეგზავნება.