მართლმადიდებლური საბანკო სისტემა

მართლმადიდებლური საბანკო სისტემა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ახალი იდეით გამოდის. რუსი მეწარმეების კლუბის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ცნობილმა ვსევოლოდ ჩაპლინმა, განაცხადა რომ დროა რუსულმა საზოგადოებამ იფიქროს მართლმადიდებლური საბანკო სისტემის შექმნაზე.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუბლის დღევანდელი კრიზისი და მისი ვარდნა დოლართან მიმართებაში ჩვენი ეკონომიკური მდგოამრეობის მაჩვენებელია, მაგრამ ვინ თქვა ეს?! ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკა არ დაეცა იმ მდგომარეობამდე როგორც რუბლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა ცდილობს შეგვაფასოს არა რეალურად, არამედ საინფორმაციო „საპნის ბუშტის“ მიხედვით. მოგიწოდებთ ვიფიქროთ იმაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს შექმნას მართლმადიდებლური საბანკო სისტემა, რომელსაც ექნება პირდაპირი ურთიერთობა ჩინეთთან, ისლამურ სამყაროსთან და მსოფლიო გავლენის სხვა ახალ ცენტრებთან.“ განაცხადა ჩაპლინმა.