ზურაბიშვილი-დანიშნულ იქნა ის ვინც დღეს მოგვევლინება,როგორც “მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი”...

ზურაბიშვილი-დანიშნულ იქნა ის ვინც დღეს მოგვევლინება,როგორც “მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი”...

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას , საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება. განცხადებას ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. „პირველი რადიო“ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

„თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნაზე არაფერს დავწერდი და კომენტარს არ გავაკეთებდი, როგორც არასოდეს გამიკეთებია მის წინამორბედზე რამეთუ ეს სცილდება კორეკტულობას და ყოფილ მინისტრმა თავისი კოლეგები არ უნდა განსაჯოს... მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავაკეთო კომენტარი არა პირადად ახალ მინისტრზე - რა ჩემი საქმეა?- არამედ იმ უაღრესად დამამძიმებელ მოვლენაზე რომელიც ეხება მისი დანიშვნის გარემოებებს: დანიშნულ იქნა ის ვინც დღეს მოგვევლინება როგორც “მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი” ... ბერუჩაშვილი იმით არის ცნობილი დღეს, რომ გუშინ გვაფრთხილებდა კურსი შეიცვალაო და გადავდექიო და მეორე დღეს გადათქვა სიტყვა! მე ვერ ვიტყვი ამ ორი პოზიციიდან რომელი იყო სწორი - და ეს მისი გადასაწყვეტი იყო - მაგრამ ფაქტი რომ ამის გამკეთებელი ადამიანი არის შერჩეული ძალიან ბევრის მთქმელია:- ერთი ის რომ გრძელდება ჩვენ ქვეყანაში მაგალითების გაქრობა... ახალგაზრდამ ვერ უნდა უყუროს რომელიმე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურისკენ და იფიქროს ეს არის მაგალითი რომელსაც გავყვები. და ქვეყანა უმაგალითოდ არის სიკვდილის პირს მისული ქვეყანა! - მეორე ეხება მართველობის სტილს და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი - ბევრის შემდეგ (პლასტელინა, ბუღალტერი განათლების სამინისტროში, 28 წლის მარად შექებული "თალიბან მინისტრი", და ასე შემდეგ) გადაგმული მთავრობის მარიონეტის თეატრად გარდაქმნისა. მეთოდი უკვე ჩამოყალიბებულია: მხოლოდ მართვადი, მხოლოდ უხერხემლო, მხოლოდ ის ვინც წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და თავისი აზრი არ გააჩნია... ეს შერჩევის მეთოდი არა ახალია ძველია ... "ვისაც გააფუჭებ შენია”.... ეს იმ დროს როცა საქართველოს როგორც არასოდეს სჭირდება გამბედავი, შემოქმედი, მიზანმიმართული მთავრობა რათა უსერიოზულეს დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდეს !!!!,“-წერს სალომე ზურაბიშვილი.