ყოფილი

ყოფილი "ნაციონალების" უმრავლესობაში გადმოსვლასთან დაკავშირებით უხერხულობას ვერ ვხედავ

მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გია ვოლსკი ყოფილი "ნაციონალების" უმრავლესობაში გადასვლასთან დაკავშირებით უხერხულობას ვერ ხედავს.

"უხერხულობას შექმნის ის, რომ პარლამენტში არ იყოს უმრავლესობა და საკითხები, რომლებიც საზოგადოებისთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, თუნდაც ბიუჯეტის თემა, დარჩეს ჰაერში გამოკიდებული; ეს შექმნიდა უხერხულობას. დანარჩენი - ყველა შემოსული თავის თავს თავისი საქმით გამოავლენს და ამის მთავარი შემფასებელი იქნება საზოგადოება. საზოგადოების წინაშე ვალი ძალიან ბევრ გვაქვს, მათ შორის მათაც ვინც ახლა შემოუერთდა უმრავლესობას", - განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დეპუტატის განმარტებით, ყოფილმა "ნაციონალებმა" თავისი საქმით უნდა დაამტკიცონ როგორი ხარისხის იქნება მათი ჩართულობა იმ საქმეში, რასაც მმართველი გუნდი აკეთებს.